1.პროექტის სახელწოდება:
„ახალი ხელოვნების დაბადება.“
2.პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა შექმნან პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩაატარებენ კვლევით სამუშაოებს რენესანსის ეპოქის ხელოვნებასა და მის საუკეთესო წარმომადგენლების შემოქმედებასთან დაკავშირებით.
3.პროექტის მიზნები:
შევასწავლოთ მოსწავლეებს შეაგროვონ ინფორმაცია მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ხელოვანების შემოქმედებაზე და მათ წვლილზე კულტურის განვითარებაში. შექმნან პროექტები და გააცნონ აუდიტორიას.
4.მოსწავლეთა ასაკი: მე–9ე კლასი. 14–15წელი.
5. ვადები ხანგრძლივობა:
21 დღე.
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მიზანი მიღწეულია მოსწავლეები, გუნდური მუშაობის შედეგად შექმნიან პროექტებს თემაზე: „ახალი ხელოვნების დაბადება.“ და მოაწყობენ მათ პრეზენტაციას. (იმსჯელებენ და შეაფასებენ თანაკლასელების ნამუშევრებს.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი, ინტერნეტი, მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალა, ფოტოები, ილუსტრაციები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, წებო, მაკრატელი, ევროპის რუკა.
8.პროექტის მსვლელობა:
მასწავლებელი შესთავაზებს მოსწავლეებს დაიყონ 4–5 კაციან ჯგუფად, აირჩიონ მათთვის უფრო საინტერესო თემები აღორძინების ეპოქიდან: აღორძინების ტიტანები,ჩრდილო რენესანსი, რენესანსის ეპოქის პორტრეტები, ღვთისმშობლის თემა რენესანსის ეპოქაში, და სხვა. მოსწავლეები პროექტში ჩართავენ მუსიკის მასწავლებელს, რათა პრეზენტაციის დროს მოასმენინოს ამ ეპოქის მუსიკალური ნაწარმოები. მოსწავლეები იძიებენ თემასთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას, რეპროდუქციებს, განათავსებენ დიდი ფორმატის ქაღალდზე, გაუკეთებენ შესაბამის წარწერებს, დაურთავენ კომენტარებს. შეუძლიათ სტენდი გაამდიდრონ აღორძინების ეპოქის უდიდეს წარმომადგენელთა გამონათქვამებით. დაურთავენ ჩანახატებს, რენესანსის სტილის სამოსის ესკიზები. თემის შესაბამისად.პროექტში შეუძლიათ ჩართონ სხვა დავალებებიც. წარმოადგინონ ათი, მათი აზრით საუკეთესო ქმნილება (მოკლე ანოტაციით.) მოამზადონ ათი საუკეთესო კითხვა.
საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ხელოვნება–ისტ.–მუსიკა.
ისტ:
9.პროექტის ხელმძღვანელი: ელენე სამნაშვილი.
10.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: samnashvilielene@gmail.com.
No comments:
Post a Comment